ძიუდო | ნინო გულბანმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

14:28, 08.10.2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ნინო გულბანი (70კგ) მერვედფინალში შვედ იდა ერიქსონთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებისთვის მეხუთე საშეჯიბრო დღე ტურნირზე უმედლოდ დასრულდა. 9 ოქტომბერს მედლისთვის ილია სულამანიძე (100კგ) იბრძოლებს.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი