ძიუდო | ნინო გულბანი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია #1TVSPORT

13:29, 08.10.2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ნინო გულბანმა (70 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ისრაელის წარმომადგენელს, მაია გოშენს სძლია.

მომდევნო ეტაპზე, მერვედფინალში გულბანის მეტოქე შვედი იდა ერიკსონი იქნება.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი