ძიუდო | მუკბანიანი დუშანბეს გრანდ სლემზე რეპეშაჟში დამარცხდა, საქართველომ ტურნირი ერთი მედლით დაასრულა #1TVSPORT
დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დასკვნით საშეჯიბრო დღეს მძიმეწონოსანი გაბო მუკბანიანი რეპეშაჟში ფრანგ ძიუდოისტ დიაბისთან იპონით დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ვერ გადავიდა. შეჯიბრზე დღეს კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა – ნიკოლოზ დავლაძემ (90 კგ) და შალვა გურეშიძემ (+100 კგ) პირველივე ორთაბრძოლები წააგეს და გრანდ სლემს უმედლოდ გამოეთიშნენ.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი კოტე კაპანაძის (81 კგ) მიერ მოპოვებული ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.