ძიუდო – მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ნაკრების შემადგენლობა დასახელდა

16:21, 05.08.2019

ჭიდაობა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად 20 დღით ადრე საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ის შემადგენლობა დაასახელეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

-60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან პაპინაშვილი
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ: ლუკა მაისურაძე
-90კგ: ბექა ღვინიაშვილი
-100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ: გურამ თუშიშვილი.

საქართველოს ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით მინსკის ევროპულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

მინსკში ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი და გურამ თუშიშვილი გახდნენ, მეორე ადგილზე ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა, ხოლო ამირან პაპინაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა და
ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი