ძიუდო – მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ [ვიდეო]

19:33, 01.10.2018

 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებები, ბაჰამის კუნძუებზე გასამართი, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

17-იდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, პლანეტის საუკეთესო ახალგაზდა ძიუდოისტები, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის, ტრადიციულისგან განსხვავებით მედლების  რვა-რვა კომპლექტს გაითამაშებენ.  კვარცლბეკზე ასასვლელად იბრძოლებს და ტურნირზე უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა – 81 ქვეყნის 510 ძიუდოისტი. მათ შორის 14 ქართველია. მამაკაცთა შორის ასპარეზობაში, რომელშიც ჯამში 295 ახალგაზრდა სპორტსმენი ჩაერთვება – ათი ქართველიც იქნება. 215 გოგონას შორის კი საქართველოს ოთხი წარმომადგენელი ეყოელბა.

ლაშა გუჯეჯიანმა, რომელიც ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ბაჰამებზე წასასვლელად შემდეგი შემადგენობა შეარჩია:

ვანო ხუბაშვილი – 55 კგ.

ჯაბა პაპინაშვილი – 60 კგ.

თემურ ნოზაძე –60კგ.

ბაგრატ ნინიაშვილი –66კგ.

ტატო გრიგალაშვილი –81კგ.

ლუკა მაისურაძე –81კგ.

ლაშა ბექაური –90კგ.

ზაურ კენჭაძე –100 კგ.

ონისე სანებლიძე –100კგ.

გელა ზაალიშვილი +100კგ.

სხვა ტურნირების მსგავსად, მწვრთნელებს აქაც წონების რაოდენობაზე ორით მეტი სპორტსმენის წაყვანის უფლება აქვთ. გუჯეჯიანმა კვოტა სრულად გამოიყენა. რვავე წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი ეყოლება, აქედან ორში ( 60 კგ. 100.კგ.) ორ-ორი ქართველი იასპარეზებს. გუჯეჯიანის გუნდი, ბაჰამის კუნძულებზე გამგზავრებამდე, დასკვნით შეკრებას ყვარელში გადის.

ლაშა გუჯეჯიანი – საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ნასაუში ( ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობის დედაქალაქი ) გაგზავრებამდე, გია თენაძისგან, ბოლო მითითებებს გორში იღებენ – გოგონათა ნაკრების წევრები. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოთხი ძიუდოი იქნება :

ნატალია ყიფშიძე –48კგ.

ეთერ ლიპარტელიანი –57კგ.

მარიამ ჭანტურია –70კგ.

სოფიო სომხიშვილი +78კგ.

გია თენაძე – საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საქართველოს, როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა ნაკრები ბაჰამის კუნძულებზე 14 ოქტომბერს გაემგზავრება. თავად ტურნირი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ 17 ოქტომბერს დაიწყება და ხუთი დღე გაგრძელდება. აქედან პირველი ოთხი დღე ინდივიდუალურ ასპარეზობებს დაეთმობა, ბოლო დღეს ანუ 21 ოქტომბერს კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

 

 

მსგავსი