ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში იაპონიამ გაიმარჯვა #1TVSPORT
ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში იაპონიამ გაიმარჯვა #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე გუნდურ ასპარეზობაში იაპონიის ნაკრებმა გაიმარჯვა. მან ფინალში საფრანგეთი 4:2 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში საფრანგეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე იდივიდუალურ ასპარეზობებში ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) დაიკავეს.