ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს კაცები – 66 კგ-ში, ქალები კი 52 კგ-ში იასპარეზებენ.

ქართველი ძიუდოისტებიდან ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს, რომელიც შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩერთვება. მისი მეტოქე ესტონელ ვილარ ლიპარდსა და მონღოლ ბასხუ იონდონპერენლეის დაპირისპირებაში გამოვლინდება.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიო პირველობაზე, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) – ვერცხლს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.