ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე საშეჯიბრო დღეს მედლის მოპოვებას ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) შეეცდება.
ქართველი ფალავნის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი ნიზამი იმრანოვი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი იგი რუს აბდულაევს დაუპირისპირდება, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალია.
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. დღეს მედლები მამაკაცთა შორის 66 კგ და ქალთა შორის 52 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.