ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გიორგი ჯაბნიაშვილი იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გიორგი ჯაბნიაშვილი იჭიდავებს #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო პირველობის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მხოლოდ ერთი ქართველი ძიუდოისტი, 20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი (90კგ) იასპარეზებს.

ტურნირის პირველ წრეში იგი არგენტინელ მარიანო კოტო ბერსიერს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი 1/16-ფინალში კუბელ სილვა მორალესს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები – 11:00 საათიდან, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.