ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა დღეს გაიმართება #1TVSPORT
ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა დღეს გაიმართება #1TVSPORT

6 ოქტომბერს, ტაშკენტში, ძიუდოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. უზბეკეთის დედაქალაქში, დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე შეჯიბრის წილისყრა გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

მსოფლიო პირველობაზე ორი ქართველი ძიუდოისტი – ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი პირველ ნომრებად არიან განთესილები. ტურნირზე მეორე ნომერია მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი. სიაში მეოთხე ადგილებს ლუხუმ ჩხვიმიანი და ვაჟა მარგველაშვილი იკავებენ. ლუკა მაისურაძე და ილია სულამანიძე ტურნირის მეხუთე, ხოლო ლაშა ბექაური და ვარლამ ლიპარტელიანი მეშვიდე ნომრები არიან.

მსოფლიო ჩემპიონატზე გამომსვლელი ქალი ძიუდოისტებიდან ეთერ ლიპარტელიანი მესამე ნომრად არის განთესილი, სოფიო სომხიშვილი კი სიაში მეთექვსმეტეა.

6 ოქტომბერი: -48კგ, -60კგ

7 ოქტომბერი: -52კგ, -66კგ

8 ოქტომბერი: -57კგ, -73კგ

9 ოქტომბერი: -63კგ, -81კგ

10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ

11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ

12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ

13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.