ძიუდო | მიხეილ ბახბახაშვილი და ზაურ დვალაშვილი ასტანის გრანდ სლემზე მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ორი ქართველი სპორტსმენი — მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ) მეოთხედფინალში იასპარეზებენ.
ბახბახაშვილმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ეთან ნაირნი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად უზბეკ ნასადბეკ ნორბუტაევს შეხვდება. რაც შეეხება დვალაშვილს, იგი მეოთხედფინალში ყაზახ მეტოქეს, ზუბანაზარს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოდან ცხრა სპორტსმენი გამოვიდა (შვიდი მამაკაცი და ორი ქალი), თუმცა ვერცერთმა მათგანმა მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.