ძიუდო | მიხეილ ბახბახაშვილი და ზაურ დვალაშვილი ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ძიუდო | მიხეილ ბახბახაშვილი და ზაურ დვალაშვილი ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

ასტანაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, ფინალურ ბლოკში მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ) იჭიდავებენ.

ბახბახაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ სპორტსმენს დაუპირისპირდება, დვალაშვილი კი მესამე ადგილისთვის ან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარაპეტიანს, ან იაპონელ ნაგასეს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ასტანის გრანდ სლემზე საქართველოდან ცხრა ძიუდოისტი გამოვიდა (შვიდი მამაკაცი და ორი ქალი), თუმცა მაშინ მედლის მოპოვება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.