ძიუდო | მიხეილ ბახბახაშვილი ასტანის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ) ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკი ნასადბეკ ნორბუტაევი იპონით დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ნაგუჩევს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ზაურ დვალაშვილს (81 კგ), ის მეოთხედფინალში ყაზახ ჟუბანაზართან დამარცხდა და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ასტანის გრანდ სლემზე საქართველოდან ცხრა სპორტსმენი მონაწილეობდა — შვიდი მამაკაცი და ორი ქალი. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ქართველებმა ასტანაში მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.