ძიუდო | მათე გოგობერიშვილი და მათე ბერუაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | მათე გოგობერიშვილი და მათე ბერუაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები – მათე გოგობერიშვლი და მათე ბერუაშვილი მოლდოვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ.

60კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში მათე გოგობერიშვილმა პოლონეთის სახელით გამომსვლელი ქსავერი იგნასიაკი დაამარცხა, ხოლო ფინალში სომეხ ვაჰე აღასიანს შეხვდება.

რაც შეეხება მათე ბერუაშვილს, 73კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში პორტუგალიის სახელით გამომსვლელ ქართველს, ოთარ კვანტიძეს სძლია და ფინალში რუმინელ იოან ჯიტაკს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ნინო ლოლაძე (57კგ), მისი მეტოქე ბულგარელი სნეჟანა გრამატიკოვა იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო დღეებში ლიზა ქვარცხავა (-78კგ), კოტე კაპანაძე (81კგ), ნიკოლოზ დავლაძე (90კგ), გიორგი ჯაბნიავილი (90კგ), გიორგი ხმალაძე (100კგ), შალვა გურეშიძე (+100კგ) და საბა ქარდავა (+100კგ) გამოვლენ.