ძიუდო | მარგველაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალურ ბლოკში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მურად ჩოპანოვს იპონით მოუგო.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ეთერ ლიპარტელიანსაც (57 კგ) ჰქონდა, მაგრამ ის გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგ ოფელი ველოზისთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

პირველ თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა მამაკაცთა 60, 66, 73 და ქალთა 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვა. 2 თებერვალს მამაკაცთა შორის – 81, 90, 100 და +100, ხოლო ქალთა შორის 70, 78 და +78 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები იჭიდავებენ.

2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.