ძიუდო | მარგველაშვილი პარიზის გრანდ სლემის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი იუკოთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალში გადასასვლელ დაპირისპირებაში ქართველი მასპინძელ დაიკი ბოუბას შეხვდება.

პირველ თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60, 66, 73 და ქალთა 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 2 თებერვალს კი – კაცთა 81, 90, 100 და +100 და ქალთა 70, 78 და +78 კგ-ებში.

გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.