ძიუდო | მარგველაშვილი, ნოზაძე და როდონაია ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშნენ #1TVSPORT
ძიუდო | მარგველაშვილი, ნოზაძე და როდონაია ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშნენ #1TVSPORT

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. პირველი გამარჯვების შემდეგ მეორე ეტაპზე დამარცხდა თემურ ნოძაზე (66 კგ) და ტურნირს დაემშვიდობა.

ასევე ადრეულ ეტაპზე წააგო ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ). კონტინენტის პირველობაზე პირველივე დაპირისპირება დათმო დებიუტანტმა ჯულიეტა როდონაიამ (48 კგ).

ევროპის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.