ძიუდო | მარგველაშვილი და ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ორი ქართველი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

მარგველაშვილი ნახევარფინალში მასპინძელ დაიკი ბუბასთან დამატებით დროში დამარცხდა და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მურად ჩოპანოვს დაუპირისპირდება.

ლიპარტელიანმა რეპეშაჟში იაპონელ მიკა ადაჩის სძლია და ბრინაჯაოს მედლისთვის ფრანგ ველოზის შეხვდება.

66 კგ-ში თემურ ნოძაზე რეპაჟაში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

პირველ თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60, 66, 73 და ქალთა 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 2 თებერვალს კი – კაცთა 81, 90, 100 და +100 და ქალთა 70, 78 და +78 კგ-ებში.

გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.