ძიუდო | მაისურაძემ და გრიგალშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT
ძიუდო | მაისურაძემ და გრიგალშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს 81 კგ-ში ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა უკრაინელი კოლობოვი დაამარცხა.

ტურნირი წარმატებით დაიწყო ლუკა მაისურაძემაც (90 კგ), რომელმაც მოლდოველ მიხაილ ლატისევს სძლია – ორივე ქართველი ძიუდოისტი მერვედფინალში იჭიდავებს.

მარიამ ჭანტურია (70 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკასთან და ტურნირს გამოეთიშა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.