ძიუდო | მაისურაძე, ინანეიშვილი და ზაალიშვილი ზაგრების გრანპრის მერვედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | მაისურაძე, ინანეიშვილი და ზაალიშვილი ზაგრების გრანპრის მერვედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუკა მაისურაძე (90 კგ), მიხეილ კუპრაშვილი (90 კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) იცავენ, მათგან მაისურაძე, ინანეიშვილი და ზაალიშვილი მერვედფინალში იასპარეზებენ.

მაისურაძე ფრანგ ტიზი გნამიეს დაუპირისპირდება, ინანეიშვილის მეტოქე ხორვატი მიკიტა სვირიდი იქნება, ხოლო ზაალიშვილი აზერბაიჯანელ კანან ნასიბოვთან იჭიდავებს.