ძიუდო | ლუხუმ ჩხვიმიანი ოლიმპიადას უმედლოდ დაემშვიდობა [ვიდეო] #1TVSPORT

2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ქართველებიდან პირველი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ჩაერთო.

პირველი გამარჯვების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში იაპონელ, სამგზის მსოფლიო ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს შეხვდა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო დამატებით დროში დამარცხდა.

ლუხუმმა მესამე გაფრთხილება დამატებითი დროის 3:37-ე წუთზე მიიღო. ამის შემდეგ ქართველი რეპეშაჟიდან ცდილობდა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, მაგრამ იგი კორეელ კიმ ვონ ჩინთანაც დამატებით დროში დამარცხდა და ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე შემდეგ დღეებში ჩვენი ქვეყნის სახელით ძიუდოისტთა ტურნირზე მედლების მოპოვებას კიდევ რვა სპორტსმენი შეეცდება: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ. ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.