ძიუდო | ლუკა მაისურაძე ზაგრების გრანპრის ფინალში გავიდა - საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლუკა მაისურაძე 90 კგ წონით კატეგორიაში ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრანპრის ტურნირის ფინალში იჭიდავებს.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა შეჯიბრების ნახევარფინალში სერბეთის წარმომადგენელი მილან რადული იპონით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ფინალში მაისურაძის მეტოქე გამოცდილი ბულგარელი ძიუდოისტი ივაილო ივანოვი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ასლან კოცოევს სძლია.
ზაგრების გრანპრიზე მძიმე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს საბა ინანეიშვილი, მისი მეტოქე აზერბიაჯანის წარმომადგენელი ჯამალ გამზატხანოვი იქნება.
ზაგრების გრანპრის დასკვნითი საშეჯიბრო დღის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.