ძიუდო | ლუკა მაისურაძე თბილისის გრანდ სლემს გამოეთიშა #1TVSPORT
ძიუდო | ლუკა მაისურაძე თბილისის გრანდ სლემს გამოეთიშა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 13 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას შვიდი განაგრძობს. ტურნირს პირველივე ორთაბრძოლაში გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ) – ქართველი ​ნიდერლანდელ ვან დეიკთან იპონით დამარცხდა. მეოთხედფინალში იჭიდავებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი.

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.