ძიუდო | ლუკა მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) მეოთხედფინალში იბრძოლებს.
ნახევარფინალში გასასვლელად იგი ბელგიელ ჩოუჩის ან ფრანგ ლაბორდეს შეხვდება. ქართველ მძიმეწონოსნებს, საბა ინანეიშვილსა და ირაკლი დემეტრაშვილს ტურნირზე ჯერ პირველი დაპირისპირებები არ გაუმართავთ. ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), კოტე კაპანაძე ( 81 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) კი გარნდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
ასპარეზობა თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.