ძიუდო | ლუკა მაისურაძე - მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის მივდივარ #1TVSPORT
ძიუდო | ლუკა მაისურაძე - მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის მივდივარ #1TVSPORT

ტაშკენტი 6-13 ოქტომბერს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ოლიმპიადის მერე ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება.

მოახლოებულ შეჯიბრებაზე და სპორტის გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ პირველი არხი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს დაუკავშირდა.

მაისურაძემ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად მიდის. ბრმანაწლავის ოპერაციის გამო აღებული პაუზის შემდეგ, მან ფიზიკური ფორმა ბოლომდე აღიდგინა და ტაშკენტში წლევანდელ კონტინენტის პირველობაზე ნაჩვენები შედეგის გამეორებას შეეცდება.

მაისურაძემ ნაკრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში შესაშური საბრძოლო განწყობაა. შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატამდე, იტალიაში რიჩონეს ტურნირზე იჭიდავა და ვერცხლის მედალი მოიგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).