ძიუდო | ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა იტალიელი კრისტიან პარლატი იუკოთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად ჩეხ კლამერტს დაუპირისპირდება.

ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო. ამ ეტაპამდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია — ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.