ძიუდო | ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალში იტალიელ ჯაკომო გამბას მოუგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
სარაევოს ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა, გიორგი სარადალაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, 21 წლის თორნიკე მოსიაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.