ძიუდო | ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90 კგ).
ქართველმა ისრაელის წარმომადგენელი ფრიდმან ზილბერშტაინი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ევროპის ჩემპიონატზე წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს კი 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.