ძიუდო | ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ლაშა ბექაური ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ლაშა ბექაური ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90კგ).

ქართველმა ნახევარფინალში რუმინელი ალექს კრეტი ვაზარის უპირატესობით დაამარცხა და ფინალში სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ლაშა ბექაურს სძლია. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ბრინჯაოს მედლისთვის საფრანგეთის ნაკრების წევრს, მაქსიმ გაელ ნგაია ჰამბუს დაუპირისპირდება.

კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.