ძიუდო | ლოზანის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

10:20, 28.08.2026

28-30 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით პირველად გაიმართება გრან სლემის ტურნირი, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გამოვა.

პირველ დღეს გამარჯვებულები და პრიზიორები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან – მამაკაცები 60 კგ, 66 კგ, ხოლო ქალები კი 48 კგ, 52 კგ, 57 კგ. საქართველოს ნაკრებიდან  მედლებისთვის თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე 66 კგ), ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე (ორივე 57 კგ) იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ქალები

57კგ | ეთერ ლიპარტელიანი;

57 კგ | ნინო ლოლაძე;

70 კგ | ნინო გულბანი;

+78 კგ | სოფიო სომხიშვილი;

მამაკაცები

66 კგ | თორნიკე გიგაური;

66 კგ | ვაჟა მარგველაშვილი;

73 კგ | მიხეილ ბახბახაშვილი;

73 კგ | გიორგი ლოლაძე;

81 კგ | ზაურ დვალაშვილი;

90 კგ | ლუკა ჯავახიშვილი;

90 კგ | აკაკი ჯაფარიძე;

100 კგ | ილია სულამანიძე;

+100 კგ | გურამ თუშიშვილი;

ლოზანის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი