ძიუდო | ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია, სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში გრანდ სლემის ტურნირი მიმდინარეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 16 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს, გიორგი სარდალაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

ლიპარტელიანმა გრანდ სლემის მეოთხედფინალში სერბ პერისიჩს სძლია და ფინალში გასასვლელად სლოვენიელ კაიზერს დაუპირისპირდება.

ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.