ძიუდო | ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია, სარდალაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში გრანდ სლემის ტურნირი მიმდინარეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 16 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ფინალში იჭიდავებს, გიორგი სარდალაშვილი (60კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ლიპარტელიანმა გრანდ სლემის ნახევარფინალში სლოვენიელ კაიზერს დამატებით დროში სძლია და ფინალში კანადელ ჯესიკა კლიმკაიტეს დაუპირისპირდება. სარდალაშვილმა რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ბაირამოვს მოუგო და მესამე ადგილისთვის კვლავ აზერბაიჯანელ სპორტსმენს (აგაევი) შეხვდება.

ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.