ძიუდო | ლიპარტელიანი, ლოლაძე, ნადირაძე, ნოზაძე და მაზიაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT
ძიუდო | ლიპარტელიანი, ლოლაძე, ნადირაძე, ნოზაძე და მაზიაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ტურნირის პირველი დღეს ნახევარფინალის საგზური საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მოიპოვა.

თემურ ნოზაძე და ლაშა ნადირაძე 66კგ-ში ერთმანეთს ფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან. ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე (ორივე 57კგ).

ტურნირის ნახევარფინალში ასევე ვიხილავთ 60კგ-ში გამომსვლელ თორნიკე მაზიაშვილს.

შეჯიბრების ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.