ძიუდო | ლიპარტელიანი, ლოლაძე, ნადირაძე და ნოზაძე თბილისის გრანდ სლემზე მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | ლიპარტელიანი, ლოლაძე, ნადირაძე და ნოზაძე თბილისის გრანდ სლემზე მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს საქართველოს ნაკრების 14 წევრი ასპარეზობდა: ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი (ყველა – 60 კგ), თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე (ყველა – 66 კგ), ჯულიეტა როდონაია (48 კგ), ანანო მორგოშია (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური, სოფიო ბედოშვილი (ყველა – 57 კგ).

მათგან ნოზაძე, ნადირაძე, ლიპარტელიანი და ლოლაძე ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებენ.

ნოზაძე ნახევარფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტუმასიანს დაუპირისპირდება, ნადირაძე უზბეკ ორტიკოვს შეხვდება, ლიპარტელიანის მეტოქე გერმანელი სტრკი იქნება, ლოლაძის კი – ბრაზილიელი ლიმა.

შეჯიბრების ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.