ძიუდო | ლიპარტელიანი ევროპის ღია პირველობის ფინალშია, შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

კოსოვოს დედაქალაქი პრიშტინა ევროპის ღია პირველობას მასპინძლობს. შეჯიბრზე, რომელიც წლეულს პირველად ტარდება, ასპარეზობები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში იმართება.

ტურნირზე კარგად გამოდის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), რომელმაც ფინალში გასასვლელად მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ნორა ჯაკოვას იპონით მოუგო და ოქროს მედლისთვის ისრაელის წარმომადგენელს, ტიმა ნელსონ ლევის დაუპირისპირდება.

ევროპის ღია პირველობაზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ნახევარფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან ვაზარით წააგო და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ევროპის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 300 ათასი ევროა.