ძიუდო | ლიპარტელიანი აბუ დაბის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | ლიპარტელიანი აბუ დაბის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT

აბუ დაბიში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე გამომსვლელი ხუთი ქართველი ძიუდოისტიდან ოთხი მათგანი წარმატებულად ასპარეზობს.

ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), რომელიც აბუ დაბის გრანდ სლემზე წონის ლიდერია, მეორე დაპირისპირება ბრიტანელ ტოპაკთან მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში იჭიდავებენ ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), გიორგი სარდალიშვილი და თემურ ნოზაძე (ორივე 60კგ).

მეხუთე ქართველი გიორგი თუთაშვილი (66 კგ) ტურნირს პირველ წრეში დაემშვიდობა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.