ძიუდო | ლინცის გრანპრიზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ძიუდო | ლინცის გრანპრიზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

8-10 მარტს ავსტრიის ქალაქ ლინცში გასამართ ძიუდოს გრანპრი​ზე საქართველოს ნაკრების შვიდი სპორტსმენით იასპარეზებს – ირაკლი კუპატაძე (60 კგ), თენგო ზირაქაშვილი (66 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე -100 კგ), უჩა ტაბატაძე, გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრების წევრებიდან ავსტრიაში მხოლოდ ოთხმა ძიუდოისტმა იასპარეზა – შეჯიბრზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.