ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) პირველივე წრეში დამარცხდა. ქართველმა სპორტსმენმა კოსოვოელ ცენასთან დამატებით დროში გაფრთხილებებით წააგო.
წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. დღეს მედლები მამაკაცთა შორის 73 კგ და ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.