ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მედლის გარეშე დაასრულა #1TVSPORT
ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მედლის გარეშე დაასრულა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ასპარეზობა დაასრულა. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან დამატებით დროში გაფრთხილებებით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

დღესვე, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი მეორე შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს.

ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკის დაწყება 20:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მედალი არ მოუპოვებია.