ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრა ფრანგ ბენჟამინ გაბასთან დათმო.
გუშინ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) მოიპოვა, ხოლო დღეს ვერცხლის პრიზიორი 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
შეჯიბრების მომდევნო დღეების განრიგი:
25 აპრილი
კაცები – 81, 90 კგ
ქალები – 70 კგ
26 აპრილი
კაცები – 100, +100 კგ
ქალები – 78, +78 კგ
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.