ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან ვაზარით დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ფრანგ ბენჟამინ გაბას დაუპირისპირდება.
კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.