ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში კოსოვოელი აკილ ჯაკოვა დამატებითი დროის მეცამეტე წუთზე დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაუპირისპირდება.

კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.