ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილი და ზაურ დვალაშვილი ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილი და ზაურ დვალაშვილი ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღეს ფინალურ ბლოკში ორი ქართველი იასპარეზებს.

-73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იბრძოლებს, მისი მეტოქე იაპონელი შუნსუკე უჩიმურა იქნება.

ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ზაურ დვალაშვილი (-81კგ). მისი მეტოქეც იაპონელია, იოშიტო ჰოჯო.

იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე 6 დეკემბერს ოქროს მედალს ილია სულამანიძე (-100კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90კგ) მოიპოვეს.