ძიუდო | ლაშა ნადირაძე ზაგრების გრანპრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა ნადირაძე (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში ესპანელ დავიდ გარსია-ტორნესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ხორვატ დანი კლაჩარს სძლია – ნადირაძე ფინალურ ბლოკში ბულგარელ ბოიან იოტოვს შეხვდება.
ფინალურ ბლოკის შეხვედრები 20:00 საათზე დაიწყება.