ძიუდო | ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) პირველი შეხვედრა მოიგო. ქართველმა ბელარუსი ალიაკსანდრ სიდორუკი ორი ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში იტალიის წარმომადგენელ კენი კომი ბედელს შეხვდება.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო. ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.