ძიუდო | ლაშა ბექაურმა აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო]​ #1TVSPORT

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა შეჯიბრის სასტარტო დაპირისპირებაში ნიდერლანდელი მარკუს ვან დაიკი დამატებით დროში იპონით დაამარცხა და მერვედფინალში იჭიდავებს. მეოთხედფინალშია გასული ქართველი მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილიც.

მიმდინარე გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს ერთი მედალი აქვს მოპოვებული – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.