ძიუდო | ლაშა ბექაური ტოკიოს გრანდ სლემის ნახევარფინალში მაშიამასთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ლაშა ბექაური ტოკიოს გრანდ სლემის ნახევარფინალში მაშიამასთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა ბექაურს (90კგ) ვიხილავთ.

ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა ტურნირი კარგად დაიწყო, ჯერ დონგჰან გვაკს (სამხრეთ კორეა) სძლია, შემდეგ იაპონელი მუკაი ვაზარით დაამარცხა. ნახევარფინალში ბექაურის მეტოქე კოსუკე მაშიამა გახლდათ. იაპონელმა ძიუდოისტმა ქართველი დამატებით დროში, გაფრთხილებით დაამარცხა და ორი თვის წინ ტაშკენტში გამართულ მსოფლიო პირველობაზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

ბექაური ბრინჯაოს მედლისთვის 2016 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, მაშუ ბეიკერს შეხვდება.

ტურნირზე გამომსვლელი ოთხი ქართველი ქალი ძიუდოისტი: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ) და ნინო გულბანი (70კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ და ტოკიოს გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულეს.