ძიუდო | ლაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

13:58, 18.05.2025

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბექაურმა ფრანგი ბენეზრა იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ესპანური ტურნირი პირველი შეჯიბრებაა, რომელშიც ბექაური მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობაზე საქართველოდან მხოლოდ ლაშა ბექაური ასპარეზობს.

მსგავსი