ძიუდო | ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

12:31, 18.04.2026

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს.

ქართველმა მოლდოველი ლატიცევი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ბელარუს ან გერმანელ ძიუდოისტს შეხვდება.

კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი