ძიუდო | ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა ბექაური (90 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სერბეთის წარმომადგენელი ისლამ სოგენოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალური საგზურისთვის კორეელ კიმს დაუპირისპირდება.

დღეს ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.